ეროვნული სკრინინგ ცენტრი, ახალი პროექტის ფარგლებში, ტრენინგების ჩატარებას განაგრძობს. ამჯერად, სადაზღვევო კომპანია „ირაოს“ ოჯახის ექიმებმა სკრინინგ ცენტრის მუშაობის შესახებ ინფორმაცია ადგილზე მიიღეს.
თბილისის მერიის ცნობით, პროექტი გულისხმობს ოჯახის ექიმების ჩართვას კიბოს სკრინინგულ პროგრამაში, რომლის ფარგლებშიც, გაიმართა ჰიბრიდულ-ციფრული და ფიზიკურ ფორმატში შეხვედრა.
ოჯახის ექიმებს მიეწოდათ ინფორმაცია კიბოს სკრინინგის პროგრამის მნიშვნელობასა და პაციენტების სკრინინგის პროგრამაში ჩართვაზე. ასევე,ექიმებსსაშუალება ჰქონდათ, ადგილზე გასცნობოდნენ ეროვნული სკრინინგ ცენტრის მუშაობის სპეციფიკას და იმ პროცედურებს, რასაც სკრინინგში მოსული პაციენტი გადის.
აღნიშნულ პროექტს ეროვნული სკრინინგ ცენტრი სადაზღვევო კომპანია „ირაოსთან“ერთად ახორციელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.