მეგობრებო, თუ ისეთი რამის თქმა მოგინდებათ ჩემთვის, რაც არ გინდათ რომ ხელისუფლებამ გაიგოს, ყურში მითხარით - ნიკა გვარამია
18-11-2015, 08:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

 

ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას თქმით, მის მოსმენაზე და თვალთვალზე სასამართლომ სანქცია გასცა. გვარამიას განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება რუსულ სპეცსასმახურებთან თანამშრომლობს, იმისთვის რომ ვაიბერის მეშვეობით დავით ბაქრაძის, ირაკლი ალასანიას, გიგა ბოკერიას მოსმენა განახორციელოს.

 


„მოკლედ, მეგობრებო, უტყუარად შემიძლია გითხრათ, რომ რამდენიმე დღის წინ თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა სუსის და პროკურატურის შუამდგომლობა და გასცა სანქცია ჩემს მოსმენაზე და თვალთვალზე ნებისმიერი ტექნიკური საშუალებით, მათ შორის, ვაიბერით. ასე რომ, თუ ისეთი რამის თქმა მოგინდებათ ჩემთვის, რაც არ გინდათ რომ ხელისუფლებამ გაიგოს, ყურში მითხარით.

ps ასევე ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს ხელისუფლება თანამშრომლობს რუსულ სპეცსამსახურებთან რამდენიმე ადამიანის ვაიბერის მოსასმენად, მათ შორის, დავით ბაქრაძის, ირაკლი ალასანიას, გიგა ბოკერიას. ცხადია, ჩემიც.

pps თუ არ დაგეზარებათ, დააშეარეთ, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს. მადლობა“- წერს ნიკა გვარამია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი