ნინოწმინდის ცენტრალურ პარკში საქართველოს პარლამენტის წევრმა სუმბატ კიურეღიანმა, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერმა ანი მოსოიანმა, მოადგილეებმა - ალექსანდრე მიქელაძემ და არმენ ბდოიანმა, საკრებულოს თავმჯდომარემ - ვაან აროიანმა, მოადგილეებმა კონსტანტინ ვარდანიანმა, ვაღინაკ არზუმანიანმა და გიორგი ჩაფანიანმა, მერიის სამსახურებისა და განყოფილებების უფროსებმა, თანამშრომლებმა, საკრებულოს დეპუტატებმა და მერიის შპს- ებისა და ა(ა) იპ - ების ხელმძღვანელებმა, სხვა დაწესებულებების - პოლიციის, ბანკების, სოციალური მომსახურების ხელმძღვანელ - თანამშრომლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად მეორე მსოფლიო ომში დაღუპული მეომრების ხსოვნას პატივი მიაგეს და ძეგლი ყვავილებით შეამკეს.
კულტურის სამსახურის უფროსმა ლევონ ვარდანიანმა მეორე მსოფლიო ომში სომეხთა წვლილზე და მათ თავდადებაზე ისაუბრა.
მოგვიანებით საზეიმო სვლა ხოჯაბეკის მემორიალზე მოეწყო, სადაც მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა და რიგითმა მოქალაქეებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
9 მაისთან დაკავშირებით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერმა ანი მოსოიანმა შესაბამისი ფინანსური დახმარება გაუწია მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების მეუღლეებს, რომლებსაც ერთჯერადად, 150 ლარი გადაეცათ 3 მარტს - დედის დღეს. ნინოწმინდის მერია, ჯამში, 8 პირს დაეხმარა.
ასევე, ვეტერანები საქართველოს მთავრობისგან ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები - 500 ლარს მიიღებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.