GUARDIAN.GE - საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინის ევროკავშირში მიღებას ათწლეულები დასჭირდება. სტრასბურგში, ევროკავშირის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, მან უკრაინას შესთავაზა ბლოკში გაწევრიანების დალოდების პერიოდში „პარალელურ ევროპულ საზოგადოებას“ შეუერთდეს. მაკრონმა აღნიშნა, რომ ეს საშუალებას მისცემს ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებს შეუერთდნენ ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას სხვა გზებით.
უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურა ამა წლის თებერვალში, რუსეთის შეჭრიდან მეოთხე დღის შემდეგ დაიწყო.
„ჩვენ ყველამ მშვენივრად ვიცით, რომ [უკრაინის] ევროკავშირში გაწევრიანებას რამდენიმე წელი დასჭირდება, შესაძლოა რამდენიმე ათწლეულიც. ეს არის სიმართლე, თუ ჩვენ არ გადავწყვეტთ გაწევრიანების სტანდარტების დაბლა დაწევას. და გადავხედოთ ჩვენი ევროპის ერთიანობას“, - თქვა მაკრონმა.
მან აღნიშნა, რომ ამის ნაცვლად უნდა განიხილებოდეს „პარალელური ევროპული საზოგადოება“ და არა ევროკავშირის მკაცრი წევრობის კრიტერიუმების შეჩერება უკრაინის განაცხადის დაჩქარების მიზნით.
მაკრონის განცხადებამდე, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გამოაცხადა, რომ ევროკავშირის აღმასრულებელი ხელისუფლება თავის თავდაპირველ მოსაზრებას უკრაინის ევროკავშირის წევრობის მცდელობის შესახებ ივნისში გამოაქვეყნებს.
კიევის ოფიციალურმა პირებმა ორშაბათს დაადასტურეს, რომ უკრაინამ ბრიუსელში ევროკავშირის წევრობის განაცხადის მეორე ნაწილი წარადგინა.
ჩვეულებრივ, წლები სჭირდებათ ქვეყნებს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების წარმატებით დასასრულებლად. კანდიდატებმა უნდა დაამტკიცონ, რომ ისინი აკმაყოფილებენ მრავალ კრიტერიუმს - დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პატივისცემიდან დაწყებული, საკმარისად ძლიერი ეკონომიკის ქონამდე.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირს შესთავაზა გამოიყენოს სპეციალური პროცედურა უკრაინის ბლოკში დაუყოვნებლივ გაწევრიანებაზე, მაგრამ ზელენსკის ეს წინადადება ევროკავშირმა არ განიხილა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.