"ისლამური სახელმწიფო" მთელ მსოფლიოს უქმნის საფრთხეს, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს ფრანგი ხალხის ტერორისტებისგან დასაცავად. როგორც BBC იტყობინება, ეს განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა, საფრანგეთის ქალაქების მერთა კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
მან დაადასტურა, რომ "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, დღეს ხმელთაშუა ზღვაში ფრანგული ავიამზიდი "შარლ დე გოლი" გააგზავნეს.
"ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ მიმართული ოპერაცია გავააქტიურეთ. ავიამზიდმა "შარლ დე გოლმა" პორტი დღეს დატოვა. ეს საშუალებას მოგვცემს, ჩვენი შესაძლებლობები რამდენჯერმე გავზარდოთ", - განაცხადა ოლანდმა. მისი თქმით, საფრანგეთი "თავისუფლების ქვეყნად" დარჩება და მის დაშინებას ვერავინ შეძლებს.
ფრანსუა ოლანდი პარიზის სენ-დენის გარეუბანში ჩატარებულ ანტიტერორისტულ ოპერაციას შეეხო და სამართალდამცავ ორგანოებს მადლობა გადაუხადა. საფრანგეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საფრანგეთი საომარ ვითარებაში იმყოფება. მისი თქმით, "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ საფრანგეთი კოალიციას შექმნის. ამ მიზნით ფრანსუა ოლანდი უახლოეს პერიოდში ჯერ აშშ-ში გაემგზავრება, სადაც პრეზიდენტ ბარაქ ობამას შეხვდება, შემდეგ კი, ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად, რუსეთს ეწვევა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.