პორტუგალიისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ
11-05-2022, 16:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლის კოალიციის მინისტერიალის ფარგლებში, პორტუგალიელ კოლეგას ჟოაო გომეშ კრავინიოს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 


უწყების ცნობით, მინისტრებმა მიმოიხილეს ქვეყნებს შორის არსებული ტრადიციულად მეგობრული თანამშრომლობა და გამოთქვეს მზაობა, იმუშაონ საქართველოსა და პორტუგალიას შორის პოლიტიკური დიალოგის გააქტიურების და სხადასხვა სფეროში ურთიერთობების გაღრმავებისთვის, მათ შორის საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში, რომლის მიმართაც შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა პორტუგალიის სრული მხარდაჭერა.

 

 

საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე საუბრისას მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს პროგრესს ამ გზაზე, მათ შორის ევროკავშირში წევრობის განაცხადის გაკეთებასა და შესაბამისი თვითშეფასების კითხვარის შევსებას.

 


„აღინიშნა ევროკავშირის მხრიდან ასოცირებული ქვეყნების ინტერესების შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა. პორტუგალიის მხრიდან კიდევ ერთხელ გამოიხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა. მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს აქტიურ თანამშრომლობას პორტუგალიასთან ლუზოფონური ქვეყნების გაერთიანების ფარგლებში, ასევე შესაბამისი ორგანიზაციის საქმიანობაში საქართველოს ჩართულობას. მინისტრებმა ასევე ისაუბრეს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეზე, აღინიშნა რომ საიუბილეო თარიღი არის კარგი შესაძლებლობა თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლისთვის, მათ შორის ისეთ სფეროებში, როგორიც არის ეკონომიკა, კულტურა და ხალხთაშორისი კონტაქტები. მინისტრები შეთანხმდნენ ხელი შეუწყონ ქვეყნებს შორის მაღალი დონის კავშირების ურთიერთგაცვლას“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 


პორტუგალიელმა კოლეგამ ილია დარჩიაშვილი ლისაბონში ვიზიტად მიიწვია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი