ნინოწმინდის მერმა ანი მოსოიანმა ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
11-05-2022, 18:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერმა ანი მოსოიანმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ათეა) მიერ ორგანიზებულ ფართომასშტაბიან კონფერენციაში „გენდერული თანასწორობის პოლიტიკა ადგილობრივ დონეზე: ძირითადი გამოწვევები და სამოქმედო ნაბიჯები“.

 


კონფერენცია ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით გაიმართა. მისი მიზანია ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების დღის წესრიგისათვის მხარდაჭერის მობილიზაცია საქართველოს მუნიციპალიტეტების ახლადარჩეულ ხელმძღვანელებს შორის.

 


კონფერენციის ფარგლებში, აგრეთვე, გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების მხარდასაჭერად, ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ ერთობლივ განცხადებაზე ხელმოწერის ცერემონიალი გაიმართა.

 


ღონისძიებას, რომელიც თბილისში ჩატარდა, თვითმმართველობების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საქართველოს სახალხო დამცველის, ასევე, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი