რუსი მეცნიერი ანდრეი პიონტკოვსკი: დაუწესეთ ივანიშვილს სანქციები, ის შეშინებული გაიქცევა და რეჟიმი დაემხობა
12-05-2022, 10:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დაუწესეთ ივანიშვილს სანქციები. ის საქართველოს ფარული მმართველია, ის შეშინებული გაიქცევა და რეჟიმი დაემხობა, - განაცხადა რუსმა მეცნიერმა, პოლიტიკურმა მწერალმა და ანალიტიკოსმა ანდრეი პიონტკოვსკიმ ტელეკომპანია „უკრაინა 24“-ის ეთერში.

 


„ხმამაღლა ვიმეორებ, დაუწესეთ ივანიშვილს სანქციები. ის საქართველოს ფარული მმართველია, ის შეშინებული გაიქცევა და რეჟიმი დაემხობა, სწორედ ამას ამბობენ, არახამია და არესტოვიჩი. სწორედ ეგ ეხმარება პუტინს სანქციების გვერდის ავლაში, ბაიდენს კი ეს არ მოსწონს. აი ამ ხაზით, ერმაკს შეუძლია ეს ბაიდენამდე ერთი სვლით მიიტანოს და საქართველო გაათავისუფლოს. წარმოგიდგენიათ, ეს როგორ ბიძგს მისცემს პოსტსაბჭოთა სივრცეში ანტიპუტინურ მოძრაობას?! გთავაზობთ, რომ საერთო ძალისხმევით ივანიშვილი საქართველოს მოვაშოროთ.

 


რუსები აგონიაში არიან. აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან სამხედრო ხელმძღვანელობა გაიყვანეს. სენსაცია მოხდა სამხრეთ ოსეთში. „პრეზიდენტმა“, რომელმაც რუსეთს ოსეთის შეერთება მოსთხოვა, არჩევნებში დამარცხდა. იმ კანდიდატმა გაიმარჯვა, რომელიც რუსეთის შემადგენლობაში შესვლის კატეგორიული წინააღმდეგი იყო. აფხაზეთში, კი ამ წინადადების განხილვაზე საერთოდ უარი თქვეს.

 


ივანიშვილმა საქართველო რუსეთისთვის, სანქციების გვერდის ავლის ჰაბად აქცია. მისი მოშორებით, შესაძლებელია მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში გეოპოლიტიკური ვითარებაც კი შეიცვალოს", - განაცხადა ანდრეი პიონტკოვსკიმ, რომლის კომენტარს „მთავარი არხი“ ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი