საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ იუე ბინთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველო-ჩინეთის ურთიერთობები განსაკუთრებით განვითარდა. ირაკლი ღარიბაშვილმა ელჩს ორი ქვეყნის მეგობრობის გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და ოქროს საწმისის ორდენი გადასცა.
დიპლომატმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს უსახსოვრა სიმბოლური საჩუქარი - ხომალდი, ჩინური წარწერით „კეთილდღეობა“ და აღნიშნა, რომ ის ჩინეთში წარმატებისა და წინსვლის სიმბოლოა.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ იუე ბინს, რომელიც საქართველოში ორი წლისა და ორი თვის განმავლობაში მსახურობდა, საქმიანობის ვადა კვირის ბოლოს ეწურება.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ გამოსამშვიდობებელ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.