შპს „ეკოსერვის ჯგუფმა“ ქალაქის ტერიტორიაზე დარგულმცენარეებზე დაავადებებისგავრცელების პრევენციის მიზნით, აქტიური წამლობის სამუშაოები დაიწყო.
თბილისის მერიის ცნობით, ამ ეტაპზე, კომპლექსური წამლობის სამუშაოები, როგორც მავნებლების, ასევე, სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ, ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ ტერიტორიაზე განხორციელდა.
მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროს გიგა გიგაშვილთან და „ეკოსერვის ჯგუფის“ დირექტორ ვახტანგ ნოზაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.
მიმდინარე წელს აღნიშნული სამუშაოები, შემდეგ მისამართებზე განხორციელდა: ვაკის პარკში, მ. თამარაშვილის ქუჩაზე, სააკაძის მოედანზე, 26 მაისის მოედანზე, ი. ჭავჭავაძის გამზირზე, მელიქიშვილის ქუჩაზე,გულუას ქუჩაზე, წყნეთის გზატკეცილზე, კლდეკარის და ხერთვისის ქუჩებზე, კახეთის გზატკეცილზე, რუსთაველის გამზირზე, ტ. შევჩენკოს და ნ. მუსხელიშვილის სახელობის სკვერებში.
აღსანიშნავია, რომ 2021 წლიდანდედაქალაქის ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების ფიტოსანიტარიული მონიტორინგისა და წამლობის ღონისძიებებს „ეკოსერვის ჯგუფი“ახორციელებს. ამ მიზნით, კომპანია თანამედროვე ტექნიკით არის აღჭურვილი. „ეკოსერვის ჯგუფმა“ 2021 წლიდან დღემდე, ასობით მისამართზე არსებული გამწვანებული ტერიტორიის შეწამვლის სამუშაოები განახორციელა.
შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ დედაქალაქში მწვანე ნარგავების შეწამვლის სამუშაოებს მთელი წლის განმავლობაში, აქტიურ რეჟიმში განაგრძობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.