თამარ ჩერგოლეიშვილი: სტალინმა რა ტიპიც შექმნა ქართველის, აი, ამას განასახიერებს ბიძინა ივანიშვილი და ეს არის ჩვენში ძალიან უცხო სხეული, რომელიც უნდა მოვიგლიჯოთ
12-05-2022, 13:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

GUARDIAN.GE - სტალინმა რა ტიპიც შექმნა ქართველის, აი, ამას განასახიერებს ბიძინა ივანიშვილი და ეს არის ჩვენში ძალიან უცხო სხეული, რომელიც უნდა მოვიგლიჯოთ, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა თამარ ჩერგოლეიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.

 


„რატომ გააკეთა ეს ყველაფერი „კრედიტ სუისმა“ ეს მე არ ვიცი. მე არ მგონია, რომ კერძო ბანკებზე ზეწოლა დაიწყონ ამერიკელებმა, თუკი ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას გადაწყვეტენ. მაგრამ, ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილს დავა აქვს მოგებული ამ ბანკისთვის და ბანკი შეიძლება უბრალოდ აჯანჯლებდეს გადმორიცხვას იმის გამო, რომ იცის, რომ რუსი ოლიგარქია და პოტენციურად სანქცირებადია, შეიძლება ამის გამოც ხდებოდეს, მაგრამ ეს ჩვენ არ ვიცით. ჩვენ შეიძლება ვიმსჯელოთ იმაზე, რაც ვიცით და რაც ვიცით, ეს არის რეაქცია, რა რეაქციაც მისცეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა. ბიძინა ივანიშვილი რომ საქართველოსთვის უცხო სხეულია და მთელი „ქართული ოცნება“, ეს ჩემთვის ნათელია 2011 წლიდან. ეს არის ძალიან საბჭოთა ორგანიზმი, თვითონ ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ქართველები არა გენერალ კვინიტაძის ან ილია ჭავჭავაძის შთამომავლები ჰგონია და იმათი მემკვიდრეობის გამგრძელებელი, არამედ „ასავალ-დასავალი“ წარმოუდგენია საქართველოდ და ქართველების 95% წარმოუდგენია ველურ ორკად, ჩამორჩენილ ორკად, რომელიც უმცირესობებს უნდა ურტყამდეს, როგორც ტყიური ქუჩაში და ეს მიაჩნია ქართველობად. ანუ ძალიან საბჭოთაა. სტალინმა რა ტიპიც შექმნა ქართველის, აი, ამას განასახიერებს ბიძინა ივანიშვილი და ეს არის ჩვენში ძალიან უცხო სხეული, რომელიც ჩვენ უნდა მოვიგლიჯოთ.

 


ეს არის ამორფული ხელიუფლება, რომელიც გიმტკიცებს, რომ შენ, ქართველი, ხარ ჩამორჩენილი, არ იმსახურებ თავისუფალ ერთა ოჯახში ყოფნას; შენ ერთადერთი, რაც შეგიძლია, არის ის, რომ იყო რუსეთის უკანა ეზო და იყო ის ჯამბაზი ქართველის სახე, რომელიც მეფის კარზე დაწინაურებულიც არის, მეფეს ეხუმრება, მაგრამ მეორე მხრივ, ამ ჯამბაზის როლიდან ვერ გამოდის. ეს არის ბიძინა ივანიშვილი და ჩვენ, ქართველებს, ეს უცხო სხეული მოსაშორობელი გვყავს. და ეს ძალიან კარგად გამოჩნდა გუშინ. თქვენ შეგიძლიათ აიღოთ საბჭოთა პროპაგანდისტული პოსტერები და წაიკითხოთ იქ, რაში ადანაშაულებენ დასავლეთს: რომ დასავლეთს ომი უნდა, რომ დასავლეთი ომში გვითრევს და რომ საბჭოთა კავშირი იცავს მშვიდობას. ზუსტად იგივე, ერთი-ერთში, კობახიძე, „იმედი“, ყველა, სპიკერი შათირიშვილი და ა.შ. რა წუთშიც შეეხო ბიძინა ივანიშვილის ფულს საქმე, იმ წუთში, აი, ამ საბჭოთა სხეულის, რომელიც გახსნილად საბჭოთა სხეულია, ღიად მისტირიან საბჭოთა კავშირს, ირაკლი ღარიბაშვილი ღიად მისტიროდა საბჭოთა კავშირს და ეს საბჭოთა ადამიანი ძალიან კარგად ავლენს თავის თავს, როდესაც მის ქონებას, მის პირადს შეეხებიან. გუშინ ჩვენ ამას ვუყურეთ ზუსტად, როდესაც ამხელდნენ, რომ დასავლეთს სურს ჩვენი ომში ჩათრევა“, - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა და დაამატა:

 

 

„ძალიან მნიშვნელოვანია რაზეა წამსვლელი ეს ადამიანი იმისთვის, რომ თავისი ამ „ცეხავიკობით“, ეს ხომ ჰენრი ფორდი და რაღაც გამომგონებელი არ ყოფილა და როკფელერი, იყო ვიღაცა საბჭოთა ოლიგარხის შნირი, რომელიც თვითონაც გაოლიგარხდა და მას არავითარი ქართული, არავითარი ეროვნული არ აქვს, ივანიშვილი არის თავიდან ბოლომდე საბჭოთა ადამიანი. ჩვენ ძალიან კარგად შეგვიძლია დავინახოთ მათ რეაქციაზე, რა გველის, თუ არ გამოვფხიზლდით“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი