მამუკა არეშიძე: პიონტკოვსკიმ ივანიშვილისგან საქართველოს გათავისუფლებაში მისი პირდაპირი გაგებით მოშორება იგულისხმა და არა პოლიტიკური თვალსაზრისით; ივანიშვილს ვერტმფრენი უკვე კი ჩამოუვიდა, მაგრამ იმდენი გამჭრიახობა ეყოფა, რომ ამ ვერტმფრენში არ ჩაჯდეს
12-05-2022, 18:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სრულიად ცხადია, რა იგულისხმა პიონტკოვსკიმ ივანიშვილისგან საქართველოს გათავისუფლებაში - მისი მოშორება პირდაპირი გაგებით და არა პოლიტიკური თვალსაზრისით, - ამის შესახებ imedinews-ს ანალიტიკოსმა, მამუკა არეშიძემ განუცხადა.

 


„წინასწარ დაწერილი გეგმის წინააღმდეგ, საქართველო არ გახდა მეორე ფრონტი და არ ჩაერთო ომში, ასეთ პირობებში, როგორც ჩანს, კონფლიქტი სცენარის ავტორებსა და ბიძინა ივანიშვილს შორის გადამწყვეტ ფაზაში შედის. თუ სცენარის ავტორები ივანიშვილს აქამდე „ნაციონალებისა“ და ენჯეოების ხელით ებრძოდნენ, რასაც ივანიშვილი თავისუფლად უმკლავდებოდა, გაირკვა, რომ ისინი ახლა უკვე პირდაპირ შეტევაზე არიან გადასული. საბანკო გადარიცხვების, ნახატების და ვერტმფრენის გაჩერება ამის მკაფიო მტკიცებულებაა“, - აცხადებს არეშიძე.

 


მისივე თქმით, ივანიშვილს ვერტმფრენი უკვე კი ჩამოუვიდა, მაგრამ იმდენი გამჭრიახობა ეყოფა, რომ ამ ვერტმფრენში არ ჩაჯდეს, როდესაც ამხელა სცენარის წინააღმდეგ მიდიხარ, რისკების გათვლა რთული არ უნდა იყოს.

 


„პიონტკოვსკის გუშინდელმა მინიშნებებმა ეს დასკვნა კიდევ უფრო გამიმყარა. რუსმა პოლიტოლოგმა უკრაინელ ჟურნალისტებთან თქვა, რომ ივანიშვილისგან საქართველოს გასათავისუფლებლად და საქართველოში მეორე ფრონტის გასახსნელად, ერმაკი-მაკფოლის ტანდემმა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება უნდა უზრუნველყოს, რაც პირდაპირი გაგებით საქართველოდან მის „მოშორებას“ გამოიწვევს. ბაიდენის უშუალო გარემოცვის წევრსა და ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსს ნებისმიერი ქმედების განსაზღვრაზე გადამწყვეტი გავლენის მოხდენა რომ შეუძლიათ, არავისთვის დასამალი არ არის და ამაზე პიონტკოვსკიც ღიად საუბრობს. ჩემთვის სრულიად ცხადია, რომ როდესაც პიონტკოვსკი სანქციებზე საუბრობდა, ეს ერთგვარი მეტაფორა იყო. საქმეში ჩახედული კაცი ადვილად ხვდება, რომ სანქციებით ივანიშვილს ვერაფერს დააკლებენ. სანქციების პირობებში, ივანიშვილი საქართველოდან კი არ წავა, არამედ პოზიციებს კიდევ უფრო გაიმაგრებს. ხალხი თუ დაინახავს, რომ ივანიშვილს ომში საქართველოს არჩართვისთვის სჯიან, ხალხი მას ბოლომდე გვერდში დაუდგება“, - ამბობს არეშიძე.

 


მისივე თქმით, აქედან გამომდინარე, სრულიად ცხადია, რა იგულისხმა პიონტკოვსკიმ ივანიშვილისგან საქართველოს გათავისუფლებაში - მისი მოშორება პირდაპირი გაგებით და არა პოლიტიკური თვალსაზრისით.

 


„როდესაც პიონტკოვსკი ამბობს, რომ თუ ივანიშვილი საქართველოდან გაიქცევა, რეჟიმი დაემხობა და ყველაფერი გაიოლდება, ანუ საქართველოში ომის დაწყებას წინ ვეღარაფერი დაუდგება, აბსოლუტურად ცხადია რაზეც მიანიშნებს. საქართველოს ივანიშვილის გარეშე სანქციებით რომ ვერ მიიღებ, ეს ყველასთვის გასაგები უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, საით მიყავს პიონტკოვსკის საქმე, ცხადზე უცხადესია. პიანტკოვსკი ერთადერთი არ არის, ვინც ასეთ მინიშნებებს აკეთებს. მე მაქვს ინფორმაცია, რომ საფრთხე სერიოზულია და ამაზე თვალის დახუჭვა დიდი შეცდომა იქნებოდა. დარწმუნებული ვარ, ეს მოცემულობა ივანიშვილს და საქართველოს ხელისუფლებას კარგად აქვთ გაცნობიერებული“, - აცხადებს არეშიძე.

 


ანდრეი პიონტკოვსკიმ განაცხადა, რომ მისთვის ცნობილია ერმაკ-მაკფოლის ჯგუფზე, რომელიც სანქციებზე მუშაობს და უკრაინელ ჟურნალისტებს ეძლევათ საშუალება, უკარნახონ ერმაკს. პიონტკოვსკის თქმით, ამაზე წერდნენ არესტოვიჩი და არახამიაც, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა.

 

 

დაუწესეთ ივანიშვილს სანქციები. ის საქართველოს ფარული მმართველია, ის შეშინებული გაიქცევა და რეჟიმი დაემხობა, - განაცხადა რუსმა მეცნიერმა, პოლიტიკურმა მწერალმა და ანალიტიკოსმა ანდრეი პიონტკოვსკიმ ტელეკომპანია „უკრაინა 24“-ის ეთერში.

 

კომენტარები: 4
#4   Beatrice
      
It's not necessary to invest a lot in upvc windows repairs
Near me
, but you should think about fixing it or having it replaced.

Windows lose their gloss or performance after a couple of years,
and it's the time to consider repairs and replacement.
17 მაი 2022 11:48
#3   Krystal
      
The most reliable window Repair.Near.me repair companies near
me are insured and licensed. Different licensing requirements are applicable to different states.
17 მაი 2022 00:35
#2   Geoffrey
      
Find a local double glazing window repair
near me
repair service to assist you in fixing
your broken windows. Before you hire a contractor to repair your
windows in your home It is essential to verify whether they're insured and licensed.
16 მაი 2022 23:01
#1   Frederic
      
Often, window replacement is normal as a home settles.
Sometimes however, it's an accident. It's easy to put off repairs ,
but this could make the issue more serious.

Stop by my page Double Glazed Windows
Repair Near Me
16 მაი 2022 21:42
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი