ადვოკატმა ლაშა ჯანიბეგაშვილმა „თიბისი ბანკს“ აუქციონზე სარეალიზაციოდ გამზადებული უძრავი ქონებები - ბინა და მიწები დაუყადაღა, სასამართლოთი გამოსახლება გაუჩერა (ოჯახები გამოსახლებას გადაარჩინა), - ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატი ლაშა ჯანიბეგაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
როგორც ადვოკატი ჯანიბეგაშვილი აცხადებს, „თიბისი ბანკის“ წინააღმდეგ საკმაოდ გახმაურებულ დავაში 13 ადვოკატი აიყვანა „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელობამ, სასამართლოში, თავის დასაცავად! (სისხლის სამართლის საქმე აღიძრა „თიბისი ბანკის“ წინააღმდეგ ), თუმცა უკვე დაზარალებულად ცნეს მისი დაცვის ქვეშ მყოფი და სულ მალე ზიანის ანაზღაურებაზე 7-ნიშნა ციფრებით იქნება დავა სასამართლოში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.