სანდრო ბრეგაძე: და აი დადგა ეს მომენტიც - ბიძინა ივანიშვილისთვის ფინანსური გადარიცხვების შეფერხებამ აჩვენა, რომ დასავლეთი უკვე ითხოვს მკაფიო პოზიციას საქართველოს ხელისუფლებისგან და რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე საქართველოს შეერთებას
13-05-2022, 09:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„მშვიდობის დროს საქართველოს ხელისუფლება ოსტატურად ახერხებდა ერთობლივად 2 ნავში ჯდომას- უსრულებდა ყველა კაპრიზს რუსეთსაც და დასავლეთსაც,ამითი კი უზრუნველყოფდა საკუთარ უსაფრთხოებას და ხელისუფლებაში ყოფნას. დღეს ცხადად დადასტურდა,რომ ეს ასე ვერ და არ გაგრძელდება ,რადგან ევროპაში მშვიდობა აღარაა და ომია“, - ამის შესახებ „ფეისბუქში“ „ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე წერს.

 


ბრეგაძის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილისთვის ფინანსური გადარიცხვების შეფერხებამ და შესაძლო დაბლოკვამ ნათლად აჩვენა, რომ დასავლეთი უკვე დღეს ითხოვს მკაფიო პოზიციას საქართველოს ხელისუფლებისგან და რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე საქართველოს შეერთებას.

 

 

„არაერთხელ განვაცხადე და გავაფრთხილე ხელისუფლება,რომ სირაქლემას პოზიციაში ყოფნა დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა და მათ ადრე თუ გვიან აუცილებლად მოთხოვდნენ მკაფიო პოზიციის დაფიქსირებას - ეფექტურ ქმედებებს უკრაინაში მიმდინარე პროცესთან დაკავშურებით.

 


და აი დადგა ეს მომენტიც - ბიძინა ივანიშვილისთვის ფინანსური გადარიცხვების შეფერხებამ და შესაძლო დაბლოკვამ ნათლად აჩვენა, რომ დასავლეთი უკვე დღეს ითხოვს მკაფიო პოზიციას საქართველოს ხელისუფლებისგან და რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე საქართველოს შეერთებას.

 


ცალსახად გამოჩნდა,რომ თუ საქართველო არ შეუერთდება რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს,მაშინ დასავლეთი დაუწესებს სანქციებს საქართველოს ხელისუფლებას,გაუყინავს ანგარიშებს და ასე შემდეგ.

 


პროცესი მალე კულმინაციას მიაღწევს - ახლა ჯერი მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებაზეა თუ რა გზას აირჩევს ის.

 


ამ არჩევანზე არის დამოკიდებული საქართველოს ბედი და უახლოესი მომავალი“, - აცხადებს სანდრო ბრეგაძე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი