ეჭვი მეპარება, რომ დასავლეთი დაადებს სანქციებს პირადად ბიძინა ივანიშვილს, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ სანქციების რეჟიმი მასაც გაურთულებს ცხოვრებას, - ამის შესახებ პროფესორი გია ნოდია „ფეისბუქში“ წერს.
„ამაზე ადრეც დამიწერია აქ, მაგრამ ზოგი რამ გამეორებას იმსახურებს.
ეჭვი მეპარება, რომ დასავლეთი დაადებს სანქციებს პირადად ბიძინა ივანიშვილს, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ სანქციების რეჟიმი მასაც გაურთულებს ცხოვრებას (პრობლემები, რომლებზეც ბოლო დღეებში გავიგეთ, შესაძლოა ამით აიხსნებოდეს).
მაგრამ თუნდაც მეშლებოდეს, მთავარი სხვაა: როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, უნდა გვახსოვდეს, რომ არც ამერიკა და არც უკრაინა საქართველოში ივანიშვილის რეჟიმს არ შეცვლის. მეც ვფიქრობ, რომ ომში უკრაინის დამაჯერებელი გამარჯვება ბიძინას რამდენადმე დაასუსტებს (დარწმუნებული ვარ, ბიძინაც ასე ფიქრობს); მაგრამ ეს საკმარისი არ იქნება მისი მმართველობის ჩამოსაშლელად.
ეს მხოლოდ ქართული საზოგადოების და ოპოზიციის ძალისხმევით შეიძლება მოხდეს; ეს რთულია, მაგრამ შესაძლებელი. სასწაულების ლოდინი მიზანს მხოლოდ გვაშორებს.
ბოდიში, თუ იმედები გაგიცრუვეთ“, - წერს გია ნოდია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.