რაც ხდებოდა 2012 წელს და როგორი სასამართლო ჩავიბარეთ, ჩვენ კარგად გვახსოვს. მას შემდეგ, ე.წ. 4 ტალღის რეფორმა განხორციელდა სასამართლოში, რამაც უზრუნველყო კიდევ უფრო მეტი ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე, უფრო მეტი ტრანსფარენტულობა, გამჭვირვალობა ჩვენი მოსამართლეების, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გურიაში, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც სასამართლოს ეხებოდა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სასამართლო გახდა რეალურად გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და სრულად შეესაბამება ევროკავშირის წევრი ქვეყნების სასამართლო სისტემას.
„ჩვენ ჩვენი რეკომენდაციები, რაც მივიღეთ უცხოელი პარტნიორებისგან, არასამთავრობოებისგან, ჩვენი მეგობრებისგან, თითქმის ყველაფერი გავითვალისწინეთ პირველივე წლებში. მათი რეკომენდაცია იყო, რომ მოსამართლეებისთვის უზრუნველგვეყო გრძელვადიანი სტაბილურობა და მათი რეალური დამოუკიდებლობა. მათი პირველი მოთხოვნა და რეკომენდაცია იყო, რომ დაგვენიშნა ისინი სამუდამოდ, ჩვენ ეს გავაკეთეთ, 3, 4 ტალღის რეფორმები ჩავატარეთ. სასამართლო გახდა რეალურად გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და რა თქმა უნდა, სრულად შეესაბამება ევროკავშირის წევრი ქვეყნების სასამართლო სისტემას.
ეს არის შეურაცხყოფა, თქვენ ინდივიდებს და ადამიანებს ნუ აყენებთ შეურაცხყოფას. მურუსიძის სასამართლო - რას ნიშნავს, ეს არის ჩვენი სახელმწიფოს სასამართლო და პატივისცემით ისაუბრეთ ყველა ინსტიტუტზე“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.