თბილისში, პეკინის გამზირზე სკვერი აღადგინეს
13-05-2022, 18:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საბურთალოს რაიონში, პეკინის გამზირის N2-ში არსებული სკვერი აღადგინეს. შესაბამისი სამუშაოები 1 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ჩატარდა. ტერიტორიაზე ბავშვთა გასართობი ზონა, სავარჯიშო სივრცე და სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა მოეწყო. ასევე, გამწვანებულ ზოლში ნიადაგის მულჩირება მოხდა.

 


დასრულებულ სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე, მაჟორიტარ დეპუტატ ავთანდილ ცინცაძესთან და საკრებულოს წევრ ლევან არველაძესთან ერთად გაეცნო.

 


„საბურთალოს რაიონს კიდევ ერთი განახლებული სკვერი შეემატა. მსგავსი სივრცეების მოწყობა, რომლითაც რამდენიმე კორპუსის მაცხოვრებელი სარგებლობს, ძალიან მნიშვნელოვანია. ახალი სივრცეების შექმნას და არსებულის განახლებას მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ. სარეაბილიტაციო სამუშაოები, საბურთალოს გამგეობის დაფინანსებით, შპს „ტაომ“ შეასრულა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი