საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ევროპის სავაჭრო-სამრეწველო პალატების გაერთიანების პრეზიდენტს რიჩარდ ვებერს შეხვდა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობას და ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობებს.
მხარეებმა შეხვედრისას ევროპის სავაჭრო-სამრეწველო პალატების მხრიდან მეტი პროექტების განხორციელებაზე იმსჯელეს და ყურადღება საქართველოში ევროპის სავაჭრო პალატების საპრეზიდენტო ყოველწლიური შეხვედრების ჩატარების საკითხზე გაამახვილეს.
ევროპის სავაჭრო-სამრეწველო პალატების გაერთიანების პრეზიდენტმა, რიჩარდ ვებერმა კიდევ ერთხელ გამოთქვა მზადყოფნა, ყოველწლიური შეხვედრების ჩატარების შესახებ ქართულ მხარესთან აქტიური თანამშრომლობის თაობაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.