თბილისში, ქეთევან დედოფლის გამზირზე მიმდინარე სამუშაოების გამო, საავტომობილო მოძრაობა დამატებით ლოკაციაზე შეიზღუდება
14-05-2022, 07:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


ისნის რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზირის აღდგენა გრძელდება. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების პირველი ეტაპის დასრულებამდე, 14 მაისიდან დამატებით ლოკაციაზე - თელავის ქუჩის კვეთიდან წინანდლის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

 


აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, სატრანსპორტო გადაადგილების სქემაც დროებით შეიცვლება.

 


კერძოდ, მეტროსადგურ „ავლაბრიდან“ მომავალი სატრანსპორტო საშუალებისთვის გადაადგილება შეიზღუდება ქეთევან დედოფლის გამზირზე წინანდლის ქუჩის კვეთამდე, ხოლო ქეთევან დედოფლის გამზირზე, მეტროსადგურ „ისნიდან“ მომავალ სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეზღუდება წინანდლის ქუჩის კვეთიდან მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმართულებით.

 


მეტროსადგურ „ავლაბრიდან“ მომავალი სატრანსპორტო საშუალებებიგადაადგილებას შეძლებენ ალ. წურწუმიას ქუჩის საშუალებით, შემდგომ სვლას განაგრძობენ თელავის, ახმეტისა და წინანდლის ქუჩების მიმართულებით და დაუკავშირდებიან იალბუზისა და ბიჭორმის ქუჩებს. ბოჭორმის ქუჩიდან გადაადგილება შესაძლებელი იქნება წინანდლისა და იალბუზის ქუჩების მიმართულებით, ხოლო იალბუზის ქუჩიდან ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით გადაადგილება დასაშვები იქნება ბოჭორმისა და წინანდლის ქუჩების გამოყენებით. ლეხ კაჩინსკის ქუჩიდან მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმართულებით კი, გადაადგილება შესაძლებელი იქნება ბოჭორმის, ზურაბაშვილისა და წურწუმიას ქუჩების გავლით.

 


სამუშაოების მსვლელობის პერიოდში, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება შემდეგი მიმართულებით:

 


ავტობუსები: N305, N309, N325, N333, N337, N393 იმოძრავებენ ლეხ კაჩინსკის ქუჩის გადაკვეთამდე, მოძრაობას განაგრძობენ ლეხ კაჩინსკის, ბოჭორმისა და იალბუზის ქუჩების მიმართულებით, რის შემდეგაც,ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროსადა 300 არაგველის ხიდის გავლით, დაუკავშირდებიანმტკვრის მარჯვენა სანაპიროს, ევროპისმოედანს, სვლას განაგრძობენ ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით და მგზავრებს ბარათაშვილის ქუჩასთან დააკავშირებენ.უკუმიმართულებით გადაადგილებისას, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩიდან ავტობუსები გადაინაცვლებენვახტანგ გორგასალის ქუჩაზე და 300 არაგველის ხიდის, ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროს, იალბუზისა და ბოჭორმის ქუჩების გავლით, დაუკავშირდებიან ლეხ კაჩინსკის ქუჩას და ქეთევან დედოფლის გამზირს. შემდეგ ავტობუსები იმოძრავებენ დადგენილი სქემით.

 


მიკროავტობუსები: N462, N472, N528, N534, N540 ქეთევან დედოფლის გამზირიდან მარჯვნივ მოხვევით, მოძრაობას განაგრძობენ წინანდლის, ახმეტის, თელავის, წურწუმიასა და ნიკიფორე ირბახის ქუჩების გავლით, რის შემდეგაც, მეტროსადგურ „ავლაბართან“ მოხვდებიან და დადგენილი სქემით იმოძრავებენ. უკუმიმართულებისას,აღნიშნული მიკროავტობუსები მეტროსადგურ „ავლაბრიდან“ მოძრაობას განაგრძობენ ალექსანდრე წურწუმიასა და თელავის ქუჩების მიმართულებით, საიდანაც დაუკავშირდებიან ახმეტისა და წინანდლის ქუჩებს და მარცხნივ მოხვევით, მოძრაობას ქეთევან დედოფლის გამზირზე განაგრძობენ ლეხ კაჩინსკის ქუჩისა და მეტროსადგურ „ისნის“ მიმართულებით, რის შემდეგაც დადგენილი სქემითიმოძრავებენ.

 


საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ თბილისის მერიის ვებგვერდს ან დარეკეთ ცხელ ხაზზე - 2 72 22 22.

 


ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი