საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დიდგორის ბრძოლის მემორიალთან იმყოფებოდა. თავდაცვის მინისტრი საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აისის“ კურსდამთავრებულებს შეხვდა.
სამხედრო საქმით დაინტერესებულმა ახალგაზრდებმა საბაზისო სამხედრო და სალაშქრო კურსები გაიარეს. ნავიგაცია, ტოპოგრაფიის საფუძვლები, ადგილზე ორიენტირება, თვითგადარჩენის საშუალებები, პირველადი სამედიცინო დახმარება, იარაღის თეორიული შესწავლა, შეიარაღების ნომენკლატურა, სალაშქრო აღჭურვილობის სპეციფიკა, სალაშქრო საქმე - ეს ის საკითხებია, რაც ახალგაზრდებმა ორი თვის განმავლობაში შეისწავლეს. მათ სიტყვით თავდაცვის მინისტრმა მიმართა და მადლობა გადაუხადა აქტიურობისთვის. ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ საზოგადოებაში ჯარის პოპულარიზაცია მნიშვნელოვანია, შესაბამისად, სამხედრო საქმით დაინტერესებულ ახალგაზრდებს უწყება მომავალშიც მხარდაჭერას ჰპირდება.
კურსის წარმატებით დასრულებისთვის 110 მოქალაქეს სერტიფიკატები და "აისის" სამხრეები გადაეცათ. მათგან 35 გამორჩეული წევრი კამუფლირებული სამხრეებით დაჯილდოვდა. თავდაცვის მინისტრმა და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ახალგაზრდებს ფასიანი საჩუქრები გადასცეს. შეხვედრის დასასრულს, თავდაცვის უწყებამ ახალგაზრდულ ორგანიზაციებს ახალი სამხედრო ფორმები და აღჭურვილობა გადასცა.
ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები, ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები, „გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის“ წევრები, „აისის“ კურსდამთავრებულთა გულშემატკივრები, ასევე ბრიტანელი და ამერიკელი პარტნიორები დაესწრნენ.
საზოგადოებრივ ორგანიზაცია „აისს“, ასევე „გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდულ ლეგიონს“ თავდაცვის სამინისტრო, გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების ფარგლებში, ლოჯისტიკურ მხარდაჭერას უწევს. თანამშრომლობის მიზანი საქართველოს თავდაცვის ძალების საქმიანობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ახალგაზრდა თაობაში პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებაა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.