საკმარისზე მეტი მარაგი არსებობს ფქვილის, ხორბლის მარაგიც არსებობს ქვეყანაში და სულ რაღაც ერთ თვეში, თვე ნახევარში, ჩვენც საკუთარ ხორბალს უკვე ავიღებთ, მოსავალს ავიღებთ. შესაბამისად არავითარი აჟიოტაჟის საფუძველი არ იყო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრისგან, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ხორბალთან და ფქვილთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, აჟიოტაჟი იყო ხელოვნურად გამოწვეული და ქვეყანას დღეს ამ მიმართულებით პრობლემა არ აქვს.
„დარგის წარმომადგენლები ითხოვენ ფქვილზე გადასახადის შემოღებას, ხომ? - რაც, რა თქმა უნდა, გამოიწვევს პურის ფასის ზრდას. ეს ჩვენს ინტერესებში არ შედის, არც ჩვენი ხალხის, ჩვენი მოსახლეობის ინტერესებში შედის. აქედან გამომდინარე, ეს აჟიოტაჟი, მე ვფიქრობ, რომ იყო აბსოლუტურად ხელოვნურად გამოწვეული, არავითარი პრობლემა ჩვენს ქვეყანას დღეს არ აქვს. საკმარისზე მეტი მარაგი არსებობს ფქვილის, ხორბლის მარაგიც არსებობს ქვეყანაში და სულ რაღაც ერთ თვეში, თვე ნახევარში, ჩვენც საკუთარ ხორბალს ასე ვთქვათ უკვე ავიღებთ, მოსავალს ავიღებთ და შესაბამისად არავითარი აჟიოტაჟის საფუძველი არ იყო. გასაგებია, რომ გარკვეული მცირე ჯგუფის მიერ იყო ეს საკითხი პოლიტიზირებული და აჟიოტაჟი იყო შექმნილი ხელოვნურად,“-აღნიშნა პრემიერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.