„ჩარჩი ხარ, რომელიც ჩემი სამშობლოთი ვაჭრობ, მიგიჭედებ ლურსმანს საქართველოს თავისუფლების გზაზე. როგორც მოგიყვანე ჩემი ხელით, ისე წაეთრევი ამ ქვეყნიდან, მოუსავლეთში - პუტინის. ამას გეუბნები მე, ჯანსუღ ჩარკვიანის შვილი, რომელიც შე სულელო ჩარჩო, გეგონა, რომ, იმიტომ რომ ჩვენ ვებრძოდით სისტემას, რუსულ სისტემას და სწორად ვებრძოდით, იმ წლებში, როცა მე ოპოზიციაში ვიყავი, როგორ გეგონა, რომ თავისუფლების ჰიმნის დამწერის შვილი, დამოუკიდებლობის მხარეს არ იქნებოდა და პუტინის მხარეს ჩარჩებოდა იმიტომ, რომ შენ გადმოგეგდო რაღაც ორი კაპიკი ხელფასები. როგორ იფიქრე და თავში როგორ მოგივიდა, ან მამუკა ჩარკვიანი თავისი ოპერაციის ხარჯზე სამშობლოს გარიყავდა, შე ჩარჩო. ვისთანაც ვაჭრობ, იმასთან ივაჭრე და მივმართავ ბიძინა ივანიშვილს, სახელი არ აგერიოს, შენ მოგმართავ, ბიძინა, ჩარჩო, რომელიც ბედავ, რომ ჩემი სამშობლოთი ივაჭრო, მაგას დაგანახვებ, როგორ უნდა საქართველოს დამოუკიდებლობაზე ასე საუბარი. არც გვარამია არ გაწუხებს შენ, არც მიშა სააკაშვილი არ გაწუხებს შენ, შენ გაწუხებს ყველა, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძვის და სავაჭროდ გჭირდება ეს ორი ადამიანი“, - ასე მიმართა დეპუტატმა, თამარ ჩარკვიანმა „მთავარი არხის“ ეთერიდან საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.