საბურთალოს რაიონის გამგეობა დიდ დიღომში, თეიმურაზ პირველის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი, კახა კალაძე მოადგილე, ირაკლი ბენდელიანთან ერთად ადგილზე გაეცნო.
„დიდ დიღომში კიდევ ერთი პროექტი ხორციელდება. მიმდინარეობს გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. აღნიშნული გზა მირიან მეფისა და თავდადებულის ქუჩებს აკავშირებს. აქ გზა ფაქტობრივად არ არსებობდა. წვიმაში გადაადგილება შეუძლებელი იყო. ახლა კი, გზის კაპიტალური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტს ახორციელებს საბურთალოს რაიონის გამგეობა. მადლობა მას ასეთი მნიშვნელოვანი პროექტებისგანხორციელებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სამუშაოების შედეგად, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკი და ჯამში, 8 600 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება. ამ ეტაპზე, გზის საფუძვლის მომზადება მიმდინარეობს.
საბურთალოს გამგეობის დაკვეთით, სამუშაოებს კომპანია „სკინჩი“ ასრულებს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 000 000 ლარია გამოყოფილი.
კახა კალაძესთან ერთად საბურთალოს რაიონის გამგებელი, გაიოზ ვასაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი, ავთანდილ ცინცაძე იმყოფებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.