ცაგერის მუნიციპალიტეტის გუნდი, საქართველოს ფრენბურთის, 2021-2022 წლების ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებულია
17-05-2022, 14:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ცაგერის მუნიციპალიტეტის გუნდი, საქართველოს ფრენბურთის, 2021-2022 წლების ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებულია. ცაგერის მუნიციპალიტეტში საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ჩემპიონატის დასკვნითი ეტაპი ჩატარდა.

 

 

დაძაბულ ფინალურ ორთაბრძოლაში ცაგერის გუნდმა დაამარცხა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი და ღირსეულად, მესამედ, მოიპოვა საქართველოს ჩემპიონის ტიტული. /კლუბის ხელმძღვანელი გია სილაგაძე, მწვრთნელები: თემურ ჭაბუკიანი და დათო ლიპარტელიანი/.

 


მესამე ადგილი მოიპოვა ქალაქ ქუთაისის გუნდმა.

 

 

წარმატებული ფრენბურთელები დააჯილდოვეს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელმა ქრისტინე კობახიძემ, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ჭაბუკი ჭაბუკიანმა, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ რეზო ხეცურიანმა და მოადგილემ მარიკა კოპალიანმა, მერის მოადგილემ რევაზ ახვლედიანმა და სხვებმა.

 


საქართველოს ჩემპიონ ,,ცაგერს" ჩემპიონის თასი გადასცა ფრენბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი ქართველიშვილმა.

 

 

ინფორმაციას ცაგერის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი