გასული ერთი კვირის (09.05 - 15.05.2022) განმავლობაში საქართველოში - საქართველოში - ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით - კორონავირუსის 602 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 697 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა ერთი პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
უწყების ცნობით, ქვეყნაში უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი.
ერთ კვირაში ჩატარდა 97 625 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 86 222, „პისიარ“ ტესტით – 11 403.
7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია – 0.62%.
წინა კვირის (02.05-08.05.2022) მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 745 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 984 პაციენტი, გარდაიცვალა რვა ადამიანი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.