ირაკლი ღარიბაშვილმა დიდი ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ტონი ბლეერს სამუშაო ვახშამზე უმასპინძლა
18-11-2015, 22:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სამუშაო ვახშამზე უმასპინძლა დიდი ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ტონი ბლეერს, რომელიც თბილისს, ირაკლი ღარიბაშვილთან შესახვედრად, რამდენიმე საათით სტუმრობდა.


საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის ცნობით, ტონი ბლეერი საქართველოს, მთავრობის მეთაურის მოწვევით, გუშინ საღამოს ეწვია.


საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები, მსოფლიოსა და რეგიონში არსებული ვითარება, შეხვედრის მთავარი თემები იყო. ტონი ბლეერმა და ირაკლი ღარიბაშვილმა ფუნიკულიორის ტრამვაით იმგზავრეს და თბილისის ხედები დაათვალიერეს.


საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ტონი ბლეერმა საქართველო დატოვა. დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ირაკლი ღარიბაშვილმა გააცილა და სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი