საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი
მათიაშვილი ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება, სადაც სამხედრო
კომიტეტის სხდომას დაესწრო. შეხვედრა ევროკავშირის წევრი და
პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის ძალების მეთაურების დონეზე
გაიმართა. თავდაცვის ძალების მეთაურებმა ევროკავშირის ერთიანი
უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) საკითხებსა და
ევროკავშირის ეგიდით საერთაშორისო სამხედრო მისიებსა და
ოპერაციებზე იმსჯელეს.
გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი სამხედრო კომიტეტის სხდომას
გენერალ კლაუდიო გრაციანოს მიწვევით დაესწრო, რომელიც
ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავჯდომარის პოსტს ტოვებს და
მას მიმდინარე წლის 1 ივნისიდან ავსტრიის თავდაცვის ძალების
მეთაური გენერალი რობერტ ბრიგერი შეცვლის.
თავდაცვის ძალების მეთაური, ასევე შეხვდა მოლდოვის ეროვნული
არმიის გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ ედუარდ ოჰლადჩუკს.
მხარეებმა შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე
საკითხებსა და არსებულ გამოწვევებზე გაამახვილეს ყურადღება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.