GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯორჯ უოკერ ბუშმა ვლადიმერ პუტინის უკრაინაში შეჭრის ნაცვლად, შემთხვევით პუტინის ერაყში შეჭრა დაგმო, თუმცა მალევე გამოასწორა თავისი ნათქვამი და აღნიშნა, რომ იგი უკრაინას გულისხმობდა.
ბუშს ეს შეცდომა ტეხასის შტატში, დალასში სიტყვით გამოსვლისას მოუვიდა, სადაც იგი რუსეთში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობასა და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობაზე საუბრობდა.
მან თქვა: „ერთი ადამიანის გადაწყვეტილება, წამოეწყო სრულიად გაუმართლებელი და მხეცური შეჭრა ერაყში... ვგულისხმობ უკრაინას, ვასწორებ... რაც უნდა იყოს, 75“. დარბაზში ბუშის სიტყვებს სიცილი მოჰყვა.
ჯორჯ ბუში ამჟამად 75 წლისაა, 6 ივლისს კი 76 წლის ხდება და მის მიერ დაშვებული შეცდომის შემდეგ 75-ის წარმოთქმა, სავარაუდოდ, თავის ასაკზე მინიშნება იყო.
ბუში აშშ-ის პრეზიდენტი იყო, როდესაც 2003 წელს ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით ერაყში შეჭრა მოხდა იმ მოტივით, რომ სადამ ჰუსეინის რეჟიმი მასობრივი განადგურების იარაღს ფლობდა, რომელიც იქ არასდროს უპოვიათ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.