უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მიერ დღეს, 20 თებერვალს, მიღებული დადგენილებით, ღვთისმსახურების დროს მთავრობას ლოცვაში აღარ მოიხსენიებს.
ლოცვის იმ ნაწილში, სადაც ეკლესია მთავრობას უფალს შეავედრებდა, ამჟამად ასე ჟღერს: უფალო შეიწყალე "ღვთივდაცული უკრაინა ჩვენი და უკრაინელი ხალხი".
"იმის გათვალისწინებით რომ სახელმწიფო ხელისუფლებამ არ შეისმინა ეკლესიის მრავალგზის მოწოდება, არ გამოეყენებინა ხალხის წინააღმდეგ იარაღი, რომელმაც ის აირჩია საკუთარი თავისა და უკრაინის მსახურებისთვის და არა ძალადობისა და მკვლელობის ჩადენისთვის, 2014 წლის 20 თებერვლიდან შეწყდეს ღვთისმსახურებაზე ხელისუფლების მოხსენიება," - ნათქვამია წმინდა სინოდის დადგენილებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.