თუ აუდიტის დასკვნა, რომელიც ლაშა თორდიამ წარუდგინა საზოგადოებას, მართალია, მაშინ დღეს მე 50 000-ზე მეტი ხელფასი უნდა მქონდეს, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ გააკეთა.
მისი თქმით, თორდიას უწყებამ აბსოლუტურად არაადეკვატური ანალიზი გააკეთა და მცდარი დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ კულტურის სამინისტროში 1 509%-ით მეტი დანამატი გაიცა.
"ჩემი ღრმა რწმენით, საქმე გვაქვს საზოგადოების შეცდომაში შეყვანასთან, რადგან აბსოლუტურად არაადეკვატური ანალიზი იყო გაკეთებული. ეს ანალიზი სიტუაციას იმგვარად წარმოადგენდა, თითქოს ჩემი ანაზღაურება გაიზარდა და თუ მართლაც ასეა, დღეს მე 50 000-ზე მეტი ხელფასი უნდა მქონდეს. ბატონ ლაშა თორდიას ადგილას, იმ თანამშრომლებს, ვინც ასეთ ანგარიშს მომაწოდებდნენ, როგორც მინიმუმ გავათავისუფლებდი სამსახურიდან. ნამდვილად ვფიქრობ, სირცხვილია სახელმწიფო უწყების მხრიდან ასეთი არაადეკვატური განცხადების გაკეთება", - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.