ჯუმბერ კირვალიძე: ღმერთო, ყოვლადმოწყალევ, გევედრები, გაამარჯვებინე უკრაინას ბარბაროს რუსეთზე! უკრაინელ ხალხს - ველურ რუსებზე!
19-05-2022, 18:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები, თორემ, სინამდვილეში ავღანეთში და ჩეჩნეთში დაღუპულთა და დაჭრილთა რაოდენობა გაცილებით მეტია!


ავღანეთის ომში, 1979 წლიდან 1988 წლამდე, ანუ 8 წელზე მეტი ხნის მანძილზე, სსრკ-ს შეიარაღებული ძალების დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების საერთო რაოდენობა შეადგენს დაახლოებით 16 000, ხოლო 54 000-ზე მეტი დაიჭრა!

 

ჩეჩნეთის ომში, 1994-1996 წლების პირველი ომის დროს 5 000-ზე მეტი რუსი სამხედრო დაიღუპა და 20 000-ზე მეტი დაიჭრა! 1999-2002 წლებში კი, ჩეჩნეთში მეორე ომის პერიოდში 6 000-ზე მეტი რუსი სამხედრო დაიღუპა და 16 000-ზე მეტი დაიჭრა! ანუ, ჯამში, ჩეჩნეთის ორივე ომში (5 წლის განმავლობაში!) 11 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა და 36 000-ზე მეტი დაიჭრა!

 

უკრაინაში, დღეს მიმდინარე რუსეთის მიერ წარმოებული ომში (85 დღე-ღამე!), რუსული არმიის სამხედრო პერსონალის დანაკარგი, უკვე 28 000-მდე დაღუპულს შეადგენს, ხოლო 40 000-ზე მეტი დაჭრილია!

 

ეს ციფრები იმას ადასტურებს, რომ უკრაინელები ავღანელებზე და ჩეჩნებზე ნაკლები კი არა, უფრო მაგარი მეომრები არიან!

 

ღმერთო, ყოვლადმოწყალევ და სამართლიანო, გევედრები, გაამარჯვებინე უკრაინას ბარბაროს რუსეთზე! უკრაინელ ხალხს - ველურ რუსებზე!! უკრაინელი გმირები საკუთარი სამშობლოსთვის იბრძვიან და მათი გამარჯვება სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების ტოლფასია, რომელიც საქართველოს გამარჯვებასაც უდრის!!!

 

ჯუმბერ კირვალიძე,

 

პოლიტოლოგი - დამთავრებული აქვს ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი