პოლიტიკის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველი დერეკ შოლე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება.
დერეკ შოლეს თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის მიმართულებით საქართველოს მიერ გაწეულ მრავალმხრივ ძალისხმევას.
„ვაფასებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ჩვენი ორმხრივი პარტნიორობის განხილვის შესაძლებლობას. ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება საქართველოს მხრიდან მრავალმხრივი ძალისხმევით აქტიურ მხარდაჭერას რუსეთის აგრესიული ძალის გაწვევისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის საქმეში”-აღნიშნავს დერეკ შოლე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.