თელავის, საგარეჯოს, ყვარლის, დედოფლისწყაროს, ახმეტის, ლაგოდეხის და გურჯაანის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე სეტყვის თავიდან აცილება მოხერხდა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ ავრცელებს.
„19 მაისს, კახეთის რეგიონში, კერძოდ თელავის, საგარეჯოს, ყვარლის, დედოფლისწყაროს, ახმეტის, ლაგოდეხის და გურჯაანის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, სამხრეთ-დასავლეთიდან შემოიჭრა ცივი ატმოსფერული ფრონტი, რამაც გამოიწვია სეტყვასაშიში ღრუბლის წარმოქმნა. მოსალოდნელი სეტყვის მარცვლის ზომა, წინასწარი გათვლით, 33 მმ იყო. „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის დროული რეაგირების შედეგად, განეიტრალდა ღრუბლებში სეტყვის მარცვლების წარმოქმნის პროცესი, შესაბამისად კახეთის არც ერთი მუნიციპალიტეტი არ დასეტყვილა. „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მართვის დეპარტამენტში მონიტორინგის პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს“, – ნათქვამია განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.