ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე რაიმე განსაკუთრებულ რისკებს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი სამსახურები ვერ ხედავენ, თუმცა როგორც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ევროპის მოვლენებიდან გამომდინარე რთული ვითარებაა.
"რაც შეეხება პარიზის ტერაქტებს, მთელ ევროპაში უსაფრთხოების ზომები არის გამკაცრებული. გუშინ ჩვენ გვქონდა უსაფრთხოების საბჭოს სხდომა, სადაც მე მოვისმინე ინფორმაცია უსაფრთხოების სამსახურებიდან არსებული ვითარების შესახებ.
ჩვენ გვსურს გითხრათ, რომ სიტუაციას ვაკონტროლებთ და მაქსიმალურად, კიდევ უფრო გავამკაცრებთ უსაფრთხოების ზომებს მთელი საქართველოს მასშტაბით. ამ ეტაპზე რაიმე განსაკუთრებულ რისკებს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი სამსახურები ვერ ხედავენ, რაც კარგია, თუმცა საჭიროა მობილიზება, საჭიროა სრული, 24-საათიანი მუშაობა და კონტროლი ყველას და ყველაფრის", - განაცხადა პრემიერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.