ირაკლი ღარიბაშვილი: „ბორჯომს“ ოპერირებაში არავითარი პრობლემა აღარ ექნება და გააგრძელებს ჩვენი საამაყო ბრენდი მუშაობას
21-05-2022, 20:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ამ საკითხზე ,დაპირებისამებრ, აქტიურად ვიმუშავეთ. პირდაპირი კომუნიკაცია გვქონდა მმართველ კომპანიასთანაც, მფლობელებთანაც, ყველასთან გავიარეთ საკითხი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც კომპანია „ბორჯომს“ ეხებოდა.

 


მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ „ბორჯომს“ ოპერირებაში არავითარი პრობლემა აღარ ექნება.

 


„იცით, რომ არის შემოთავაზება, სახელმწიფოს, მთავრობას, ჩვენს ქვეყანას ჩუქნიან წილს. უხეშად შეიძლება ითქვას, დაახლოებით 100 მლნ დოლარის ღირებულების შეიძლება იყოს ეს წილი. ამიტომ, მე უკვე დავავალე ეკონომიკის სამინისტროს და იუსტიციის სამინისტროს, დასკვნა მექნება რამდენიმე დღეში და მომდევნო მთავრობის სხდომაზე ამ ყველაფერს დავამტკიცებთ. „ბორჯომს“ ოპერირებაში არავითარი პრობლემა აღარ ექნება და გააგრძელებს ჩვენი საამაყო ბრენდი მუშაობას. რა თქმა უნდა, ყველა დასაქმებული თანამშრომელი მშვიდად უნდა იყოს და მინდა მათ მივმართო, რომ პრობლემა იქნება ამოწურული“, - აღნიშნა პრემიერმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი