წყალტუბოს განვითარების შემაფერხებელი იყო წყალი, რომელიც კერძო კომპანიის მფლობელობაში იყო, წყლის დაბრუნების შემდეგ ინვესტორები მარტივად შემოვლენ -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, თვის ბოლოს წინა მთავრობის დროს გაპარტახებულ ყველა სასტუმროს გაიტანენ ტენდერზე და მალე დაიწყება მშენებლობები.
„ნათქვამი იყო, რომ წყალტუბოში დაწყებულია ძალიან ბევრი პროექტი. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ თვის ბოლოს ვასრულებთ, ტენდერზე გამოგვაქვს ყველა ის სასტუმრო, რომელიც იქ მანამდე იყო გაპარტახებული წინა მთავრობის დროს. მოგეხსენებათ, რომ ჩემი გადაწყვეტილებით წყალი დეკემბერში დავიბრუნეთ. წყალტუბოს წყალი იყო მთავარი შემაფერხებელი ბარიერი, რის გამოც ინვესტორები არ შემოდიოდნენ. მთავარი ღირებულება, სიმდიდრე წყალტუბოსი იყო წყალი, რომელიც იყო კერძო კომპანიის მფლობელობაში. ეს დავიბრუნეთ, 8 მლნ დოლარი გადავიხადეთ, რომელიც რეალურად უფრო მეტი ღირდა, 17 თუ 16 მლნ დოლარი. ახლა უკვე ძალიან მარტივად შემოვლენ ინვესტორები, ინტერესთა გამოხატვა უკვე გამოცხადებულია, აუცილებლად გამოვიტანთ სასტუმროებსაც და ძალიან მალე დაიწყება ეს მშენებლობები. ეს არის ჩვენი გეგმა“,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.