ავსტრალიის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ფიცი დადო
23-05-2022, 10:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

GUARDIAN.GE - ავსტრალიაში შაბათს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში „ლეიბორისტულმა პარტიამ“ სკოტ მორისონის „კონსერვატიული“ მთავრობა დაამარცხა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრი 59 წლის ენტონი ალბანეზი გახდა, თუმცა ჯერჯერობით გაურკვეველია, შეძლებს თუ არა იგი უმრავლესობის ჩამოყალიბებას.

 


შაბათს, მორისონი პარტიის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგა და მის შემცვლელად თავდაცვის ყოფილი მინისტრი პიტერ დუტონი განიხილება.

 


ეს ავსტრალიაში, თითქმის ათი წლის განმავლობაში პირველი „ლეიბორისტული“ მთავრობაა. პარტიამ ქვედა პალატაში 72 ადგილი მოიპოვა, ხმების დათვლა გრძელდება და მისი დასრულების შემდეგ გამოჩნდება შეძლებენ თუ ვერა „ლეიბორისტები“ უმრავლესობის ფორმირებისთვის საჭირო 76 ადგილის მიღებას.

 


აღსანიშნავია, რომ ამ არჩევნებში ორივე მთავარი პარტიის მხრადამჭერების რიცხვმა იკლო და ავსტრალიის ამომრჩეველთა თითქმის მესამედმა თავისი პირველი უპირატესი არჩევანი „მწვანეებზე“, დამოუკიდებელ კანდიდატებსა და სხვა მცირე პარტიებზე გააკეთა.

 


კლიმატის ცვლილებამ დიდი როლი ითამაშა არჩევნების შედეგებზე და ამომრჩეველთა მხარდაჭერის მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა იმ კანდიდატების მიმართ, რომელთაც სასწრაფო მოქმედება სურთ.

 


მორისონის მთავრობამ აიღო ვალდებულება 2030 წლისთვის გამონაბოლქვის 26%-28%-ით შემცირების სამიზნეზე, რაც გაერთიანებული სამეფოსა და აშშ-ის დაახლოებით ნახევარია. ალბანეზის მთავრობას კი აქვს 43% სამიზნე.

 


ფიცის დადების შემდეგ ალბანეზი თავისი მინისტრთა კაბინეტის ახალ წევრებთან, მათ შორის, ქვეყნის პირველ საზღვარგარეთ დაბადებულ საგარეო საქმეთა მინისტრ ქალბატონ პენი ვონგთან ერთად ტოკიოში გაემგზავრა, სადაც სტრატეგიული უსაფრთხოების დიალოგის სახელმწიფოების (Quad) - ავსტრალიის, აშშ-ის, ინდოეთის და იაპონიის ლიდერების შეხვედრა გაიმართება.

 


აღნიშნული ოთხი სახელმწიფოსგან შემდგარი ჯგუფი ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში ჩინეთის მზარდი გავლენის შემაკავებლად განიხილება და ამ ქვეყნების ლიდერები სამშაბათს პირველად შეიკრიბებიან, წყნარ ოკეანეში ბოლო დიპლომატიური დაძაბულობის შემდეგ, რაც გასულ თვეში სოლომონის კუნძულების მიერ ჩინეთთან უსაფრთხოების შეთანხმების ხელმოწერით გამოიხატა. აშშ და ავსტრალია შიშობენ, რომ შეთანხმება საშუალებას მისცემს ჩინეთს იქ საზღვაო ბაზა ააშენოს.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი