დღეს დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის 3-დღიანი სამუშაო ვიზიტი შვეიცარიაში, დავოსში. რა თქმა უნდა, ვიზიტის შინაარსობრივი ნაწილი არის, ერთის მხრივ, ეკონომიკური კომპონენტი, ხოლო მეორე ნაწილი, ეს არის - პოლიტიკური, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა დავოსში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ეკონომიკურ ნაწილში დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს პირველი შეხვედრა ჰქონდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორთან და საკითხი ძირითადად შეეხებოდა, პოსტ-პანდემიურ პერიოდს, საქართველოს ეკონომიკის გაძლიერების შესაძლებლობების გამონახვას.
„ძალიან საინტერესო შეხვედრა გამოვიდა. ასევე, პრემიერ-მინისტრს ექნება შეხვედრები სხვადასხვა მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებთან. მათთან ერთად იქნება განხილული ის შესაძლებლობები, რომელსაც ჩვენი ქვეყანა სთავაზობს უცხოურ კომპანიებს, ხოლო მეორეს მხრივ, პოლიტიკურ ნაწილში, პრემიერს ექნება შეხვედრები სხვადასხვა ევროპელ ლიდერებთან, სადაც განხილული იქნება საქართველოს ევროპული პერსპექტივა და ის საკითხები, რომელიც ეხება საქართველოს კითხვარის შევსების საკითხს და ჩვენს მომავალ ევროპულ ინტეგრაციას“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.