დავით მაღრაძე: თუკი ბიძინა ივანიშვილს სანქციებს დაუწესებენ, თვალს ვერ გააწვდენენ, ისეთი სიგრძის რიგები დადგება მის მხარდასაჭერად
23-05-2022, 16:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თუკი ბიძინა ივანიშვილს სანქციებს დაუწესებენ, თვალს ვერ გააწვდენენ, ისეთი სიგრძის რიგები დადგება მის მხარდასაჭერად, – ამის შესახებ პოეტმა დავით მაღრაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

 

„საუბრები იყო ბიძინა ივანიშვილის სანქცირების შესახებ. „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს ის ერთხელ დაასანქცირეს, ბანკი დაუყადაღეს და ა.შ. მაშინ მე მარტო მივედი ორი კამერით და ვთქვი, ხვალ რიგებს ვერ გააწვდენთ იმდენი ხალხი მოვა მის მხარდასაჭერად-თქო. ახლაც ნურავის ემუქრებიან სანქციებით. არავის ეშინია. დაასანქცირებენ? მერე რა? თვალს ვერ გააწვდენენ, ისეთი სიგრძის რიგები დადგება მის მხარდასაჭერად, იმიტომ, რომ ყველაზე დიდი ქველმოქმედება, რაც მან გაიღო, ეს იყო საკუთარი ოჯახის საფრთხეში ჩაგდება 2012 წელს. ამას ქართველი ხალხი არ დაუვიწყებს. იმ ვაჟკაცობას ყოველთვის დაინახავს და ყოველთვის მზად იქნება, რომ თუ ეს მოხდა, მხარდამჭერთა დიდი ზღვა დადგება“, – აღნიშნა მაღრაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი