„სანამ გუბაზ სანიკიძე (კრებსითად) გეჯდებათ ეთერში რომ დაკვეთილი სისულელეები ალაპარაკოთ, მანამდე ბიძინას ექნება კარტბლანში, რომ დაიჭიროს ყველა“, - ამის შესახებ „ფეისბუქში“ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი, „ტაბულას“ მთავარი რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი წერს.
„გუბაზ სანიკიძე:
1) ეწინააღმდეგებოდა საქართველოს ნატოში გაწევრიანებას;
2) გამოირჩეოდა შოვინიზმით;
3) ალბინოს ადამიანს ინცესტის მსხვერპლად წარმოაჩენდა;
4) პოლიტიკაში ყოფნის ინტერესად, ყაზახეთის კანალზე დაჯდომას და ფულის კეთებას ასახელებდა;
ეს კაცი არის ნაციონალური მოძრაობის მთავარი სპიკერი, იმიტომ რომ მიშაზე ლაპარაკობს იმას, რაც მიშას უნდა.
მედია დარასკლადდა ისე, რომ აი ეს უმსგავსობა უნდა წარმოადგენდეს ოპოზიციას ქართველი ხალხის თვალში.
იგივე მედიას უკვირს, რომ საშუალოზე გონიერი ხალხი ქუჩაში არ გამოდის მათ დაძახებულზე (ეს ქართველ ხალხს მხოლოდ კარგად ახასიათებს ჩემს თვალში - გუბაზ სანიკიძის დაძახებულზე არცერთი თავმოყვარე ადამიანი არ უნდა გავიდეს ქუჩაში).
სამარცხვინო მდგომარეობაა ქართულ პოლიტიკურ და მედიაელიტაში მეგობრებო.
და ამ სამარცხვინო მდგომარეობაზე, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად პასუხს აგებს ყველა, ვინც ასეთ უმსგავსობებს აკადრებს ქართველ ხალხს და დეპრესიაში ძირავს.
სანამ გუბაზ სანიკიძე (კრებსითად) გეჯდებათ ეთერში რომ დაკვეთილი სისულელეები ალაპარაკოთ, მანამდე ბიძინას ექნება კარტბლანში, რომ დაიჭიროს ყველა“, - წერს ჩერგოლეიშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.