აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, „გადადგას ყველა შესაძლო ნაბიჯი უკრაინის მხარდასაჭერად და პასუხისმგებლობა დაეკისროს რუსეთის ფედერაციას, მის მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებებზე“
24-05-2022, 08:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს საგარეო უწყების ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს და მისადმი გაგზავნილ წერილში მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, „გადადგას ყველა შესაძლო ნაბიჯი უკრაინის მხარდასაჭერად და პასუხისმგებლობა დაეკისროს რუსეთის ფედერაციას, მის მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებებზე“.

 


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სახელმწიფო მდივნის მისალოც წერილში ბლინკენი აღნიშნავს, რომ აშშ მტკიცედ რჩება საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის ერთგული.

 

 

ამასთან, ენტონი ბლინკენი აღნიშნავს, რომ „საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, აშშ მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიული, მშვიდობიანი, ევრო-ატლანტიკური და წარმატებული მომავალისკენ სწრაფვას. აშშ საქართველოს გვერდით იქნება დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების,ეკონომიკის დივერსიფიცირებისა და კონფლიქტების გადაწყვეტის პროცესში”,- წერს ბლინკენი.

 


წერილში ასევე აღნიშნულია, რომ 30-წლიანი ურთიერთობის განმავლობაში, ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო ერთად მუშაობდნენ გლობალური უსაფრთხოების მხარდასაჭერად, მათ შორის ავღანეთში და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ფარგლებში.

 


„ამ მიმართულებით, ჩვენ ვაფასებთ საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეულ ძალისხმევას გლობალურ და რეგიონულ დონეზე, განსაკუთრებით კრემლის აგრესიის ფონზე. აშშ გმობს რუსეთის მიერ საქართველოს მიმდინარე ოკუპაციას და განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამავდროულად, როდესაც მთელი მსოფლიო ეხმაურება რუსეთის სასტიკ და არაპროვოცირებულ ომს უკრაინის წინააღმდეგ, მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, გადადგას ყველა შესაძლო ნაბიჯი უკრაინის მხარდასაჭერად და პასუხისმგებლობა დაეკისროს რუსეთის ფედერაციას, მის მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებებზე“,- აღნიშნავს ენტონი ბლინკენი ილია დარჩიაშვილისადმი გაგზავნილ მისალოც წერილში.

 

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი წერს, რომ აშშ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის ერთგულია.

 


„გილოცავთ საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას.მინდა დაგარწმუნოთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ რჩება საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის ერთგული” – აღნიშნულია წერილში.

 

კომენტარები: 1
#1   woodk
      
Doing business with any one for the first time is always risky, be it with a local merchant in your region or with a vendor in China. Justchinait Guangzhou
30 მაი 2022 15:56
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი