ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ძლიერი ქარისგან მიყენებულ ზარალს ამ დრომდე ითვლიან. როგორც guardian.ge-ს ახალქალაქის გამგებელმა, ედუარდ აღასარიანმა განუცხადა, ზარალის ოდენობამ 151 000 ლარს უკვე მიაღწია.
„ამ დროისთვის, ძალიან მძიმე მდგომარეობაა მთლიანად მუნიციპალიტეტში. მდგომარეობის სირთულიდან გამომდინარე, შევქმენით სპეციალური კომისია ზარალის დასადგენად. ამ ეტაპზე, შემიძლია გითხრათ, რომ ზარალის ოდენობამ უკვე მიაღწია 151 000 ლარს. დღეს, ხარჯთაღრიცხვას ფოტომასალასთან ერთად, გადავაგზავნით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისისტროში და დაველოდებით პასუხს სამინისტროსგან, რომელსაც სავარაუდოდ, მალე მივიღებთ“ - განმარტა აღასარიანმა.
გამგებლის თქმით, ქარმა მუნიციპალიტეტის სოფლებში, მუგარეთში, გოგაშენში, ჭაჭარაქასა და სულდაში სახლებს სახურავები დაუზიანა. ყოფილ სამხედრო ქალაქში კი კორპუსს მთლიანად გადახადა სახურავი. ცუდი მდგომარეობაა თავად ახალქალაქში, სადაც დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები და გაზის ბოძები.
ედუარდ აღასარიანის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ელექტროენერგია და გაზი ყველა აბონენტს მიეწოდება. სხვა პრობლემების აღმოსაფხვრელად კი შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.