ქალაქ ნინოწმინდაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს․ ქალაქის ე.წ. ხოჯაბეკის შესახვევის მონაკვეთზე (დაახლოებით 60 მერტი) პროექტის ფარგლებში ასფალტის საფარი დაიგება.
პროცესს დღეს, ადგილზე გაეცნენ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე არმენ ბდოიანი და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.
აღსანიშნავია, რომ საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქ პირველად ხორციელდება და ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის წლების განმავლობაში, განსაკუთრებით უამინდობისას არსებული პრობლემა მთლიანად მოგვარდება.
სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
ინფორმაციას ნინოწმინდის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.