საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იაპონიის განვითარების ბანკის თავმჯდომარეს იასუში კინოშიტას შეხვდა. მხარეებმა საქართველოს კერძო და საჯარო სექტორის მხარდაჭერის მექანიზმები მიმოიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოსა და იაპონიას შორის ინვესტიციების ლიბერალიზაციის, ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლის განსაკუთრებული მნიშვნელობა. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოსა და იაპონიას შორის აღნიშნული ორმხრივი საინვესტიციო ხელშეკრულების დადება და ამ სფეროში საკანონმდებლო ბაზის ჩამოყალიბება დადებით გავლენას მოახდენს ქვეყნის საინვესტიციო გარემოს განვითარებაზე და ხელს შეუწყობს ახალი ინვესტორების შემოსვლას.
განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოში არსებული ხელსაყრელი ბიზნესგარემო და პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოს ეკონომიკის აღდგენის პოზიტიური მაჩვენებლები.
აღნიშნა, რომ საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს ევროკავშირთან, ჩინეთთან და რეგიონის ქვეყნებთან, რაც ქვეყანას არაერთ მსხვილ ბაზარზე თავისუფალი წვდომის საშუალებას აძლევს.
მთავრობის მეთაურმა არსებული ბიზნესგარემოს შესასწავლად იაპონიის განვითარების ბანკის დელეგაცია საქართველოში მიიწვია.
მოგვიანებით, ირაკლი ღარიბაშვილი იაპონიის განვითარების ბანკის თავმჯდომარე იასუში კინოშიტასთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” გამოეხმაურა.
მთავრობის მეთაური წერს, რომ ლიბერალიზაციის, ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ იაპონიასა და საქართველოს შორის გაფორმებული შეთანხმება დადებით ეფექტს იქონიებს და იაპონელ ინვესტორებს საქართველოში კაპიტალდაბანდებაზე აფიქრებინებს.
“იაპონიის განვითარების ბანკის თავმჯდომარე იასუში კინოშიტას შევხვდი. განვიხილეთ ინვესტიციების ლიბერალიზაციის, ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ იაპონიასა და საქართველოს შორის გაფორმებული შეთანხმება. აღნიშნული შეთანხმება დადებით ეფექტს იქონიებს და იაპონელ ინვესტორებს აფიქრებინებს საქართველოში კაპიტალდაბანდებაზე”,-აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.