თბილისის მერია მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმის აღდგენას იწყებს
25-05-2022, 11:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

თბილისის მერია მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

 


მისი თქმით, გათვალისწინებულია შენობის სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოები ისე, რომ ძეგლის ავთენტურობა სრულად იქნება დაცული.

 


„მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმი 1991 წელს, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ინიციატივითა დაარსდა. მუზეუმმა ბინა დაარსებისთანავე დაიდო ზანდუკელის ქუჩის N1-ში, სადაც დაიბადა და სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა საქართველოს ეროვნული გმირი მერაბ კოსტავა. აღნიშნული პროექტის მიხედვით, სამუშაოების განხორციელების შედეგად, სახლ-მუზეუმის ავთენტურობა შენარჩუნდება, განახლდება ინფრასტრუქტურა. სამუშაოები 18 თვის განმავლობაში გაგრძელდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 


გარდა სამუზეუმო მემორიალური შენობისა, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება ფართში, რომელიც თბილისის მერიამ კერძო პირისგან გამოისყიდა.სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, მუზეუმში დაცული კულტურული მემკვიდრეობა და სამუზეუმო ფონდი შესაბამისი წესისა და ფასეულობათა დაცვის ინსტრუქციის შესაბამისად, გადატანილია დაცულ ადგილას შესწავლა-დამუშავებისთვის.

 


პროექტი ითვალისწინებს შენობის ადაპტირებასა და სხვადასხვა საჭიროების ადამიანებისთვის სრულ ხელმისაწვდომობას.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი