ISIS-ის მორიგი გზავნილი - “ისლამური სახელმწიფო” ნიუ-იორკზე თავდასხმებით იმუქრება
19-11-2015, 01:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

“ისლამური სახელმწიფო” ნიუ-იორკზე თავდასხმებით იმუქრება. ისლამისტებმა ახალი ვიდეორგოლი გაავრცელეს, რომლის თანახმად, მათი სამიზნე თაიმს სქვერი და ჰერალდ სქვერი გახდება.

 


ისლამისტების მუქარებს აშშ-ში პირველი შეფასებები მოჰყვა. აშშ-ის გამოძიებათა ფედერალური ბიუროში განაცხადეს, რომ უწყება ნიუ-იორკის პოლიციასთან და სხვა სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად, მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად კოორდინირებულად მოქმედებს და საფრთხეების შესახებ ყველა ინფორმაციას ამოწმებს.

 


თავის მხრივ, ნიუ-იორკის მერმა, ბილ დე ბლასიომ განაცხადა, რომ ტერორისტების მიზანი “დემოკრატიული საზოგადოების დაშინებაა”, რასაც აშშ არ დაუშვებს. მისი თქმით, ნიუ- იორკს “კონკრეტული” საფრთხეები არ ემუქრება.

 


ნიუ-იორკის პოლიციის კომისარმა, უილიამ ბრეტონმა კი განაცხადა, რომ ისლამისტების მუქარებში “ახალი არაფერია”.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი