თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა
25-05-2022, 11:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა გიორგი აბუთიძემ თანამდებობა დატოვა და კერძო სექტორში გადაინაცვლა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 


დედაქალაქის მერმა გიორგი აბუთიძეს კეთილსინდისიერი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

 


„ჩვენ ვისაუბრეთ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რაც მნიშვნელოვანია და შევეხები თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის ყოფილ უფროსს, გიორგი აბუთიძეს,რომელიც ამ სამსახურს წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ის ტოვებს თანამდებობას და გადასვლას აპირებს კერძო სექტორში. მინდა, გიორგი აბუთიძეს ძალიან მადლობა გადავუხადო გაწეული შრომისთვის. ჩვენთვის ეს ძალიან დიდი დანაკლისი იქნება, თუმცა, გულწრფელად მინდა, წარმატებები გისურვო იქ, სადაც მიდიხარ. გულწრფელი მადლობა ჩვენგან გაწეული შრომისთვის, გათენებული ღამეებისთვის, ნერვიულობისთვისაც, თუმცა, ბევრი კარგი საქმე გვაქვს ერთად გაკეთებული, რაც, რა თქმა უნდა, ეტყობა ჩვენს ქალაქს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 


თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის ახალი უფროსის კანდიდატურა უახლოეს მომავალში დასახელდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი