კახა კალაძის განცხადებით, პეტრე მელიქიშვილის ქუჩის აღდგენა 15 ივნისიდან დაიწყება
25-05-2022, 11:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პეტრე მელიქიშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები 15 ივნისიდან დაიწყება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

 

მისი თქმით, მელიქიშვილის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, საგზაო მოძრაობა შეიზღუდება.

 


„15 ივნისიდან უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტი- მელიქიშვილის ქუჩის სრული რეაბილიტაცია იწყება. პროექტის მიხედვით, აღნიშნულ ქუჩაზე საგზაო მოძრაობა შეიზღუდება, რადგან აქ მიწისქვეშა კომუნიკაციებიც უნდა მოწესრიგდეს. დედაქალაქში ამ თვალსაზრისით, მძიმე მდგომარეობაა. ამიტომ, თბილისის მერია ცდილობს, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების პარალელურად, მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგებას. ამას გარკვეული დისკომფორტი ახლავს, რისთვისაც, პირადად მე გიხდით ბოდიშს, მაგრამ სხვანაირად შეუძლებელია ქალაქის განახლება და წინსვლა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

დეტალური ინფორმაცია საგზაო მოძრაობის ალტერნატიული მარშრუტის შესახებ მერიის ვებგვერდზე და სოციალურ ქსელში განთავსდება. ასევე, გავრცელდება სატელევიზიო ეთერების საშუალებით. გარდა ამისა, მოსახლეობას ინფორმაცია მოკლე ტექსტური შეტყობინების სახითაც მიეწოდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი