„დღევანდელი დღე იყო მარაზმი. სანამ რეგისტრაცია დაიწყებოდა, მობილიზება გავაკეთე და სრული პასუხისმგებლობით, ენთუზიაზმით მივუდექით საკითხს. შედეგი იყო 0 ადგილი #221 სკოლაში. ეს ცალსახად მიანიშნებს ყოვლად უსამართლო, გაუმართავ სისტემაზე“, - ამის შესახებ ერთ-ერთი მშობელი, ნინი ტყებუჩავა „ფეისბუქში“ წერს.
„როგორ შეიძლება პირველკლასელს კომპიუტერის ქსელის და ინტერნეტის სიჩქარეზე აუწყო მომავალი ცხოვრება?! პასუხის გაგებისთანავე ბავშვი გულამოსკვნილი ტიროდა და რატომ? რატომაა ასეთი უსამართლობა?! ყველა ბავშვს აქვს განათლების მიღების უფლება!!!
სად არის გამგეობა, საკითხს რომ არ აყენებს წინაპლანზე? მერია? ამდენი კორპუსის მშენებლობის ნებართვას რომ გასცემს, სკოლა არ სჭირდება ამ ხალხს? და ბოლოს სადაა ჩხენკელის სამინისტრო, რომელიც კაბინეტიდან აკვირდება სიტუაციას, საიდანაც არ ჩანს გამწარებული მშობლების ამალა და გულდაწყვეტილი ბავშვები? მაგრამ საჯარო სამსახურში მომუშავეებს ან თანამდებობაზე მყოფი პირების ნათესავებს ეს პრობლემა არ აქვთ, რადგან ადგილები „დარიგებულია“.
(ვერ ვნიშნავ განთლების სამინისტროს და მერიას) კომენტარებს შლიან, მესიჯზე არ მპასუხობენ.
ხომ არ ფიქრობთ მეგობრებო, რომ ერთად შეკრება და სკოლის საკითხის გაპროტესტება, შედეგს გამოიღებს და ჩვენი ერთიანობით დავანახვებთ რეალურად, რამხელა პრობლემის წინაშე ვდგავართ?
ვისაც შეუძლია შეხვედრის ორგანიზება გამგებელთან, მერიის წარმომადგენელთან, განათლების სამინისტროს წარმომადგენელთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომელთან, გთხოვთ, იქნებ დავუდგეთ ერთმანეთს გვერდში და რაც მთავარია, ჩვენი შვილებისთვის გადავდგათ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ამით სკოლის მომავალ მოსწავლეებსაც დავეხმარებით“, - წერს პირველკლასელთა რეგისტრაციის არსებული სისტემით უკმაყოფილო ნინი ტყებუჩავა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.