ვუყურებ ახლა ჩვენი ახალგაზრდების თვალთ დამთხრელ, ვითომ ოპოზიციაში თავშეფარებულ გახარიას პირდაპირ ჩართვას, რომელიც ასევე გვიმტკიცებს ერთიანობის აუცილებლობას ივანიშვილთან, სასწაული კი ისაა, რომ ანტირუსული მოწოდებებით გველაპარაკება მილიონერი გახარია, ივანიშვილის ბიზნესის მმართველი რუსეთის ფედერაციაში, რუსეთის საგარეო დაზვერვის ოფიცერი, - ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი „ფეისბუქში“ წერს.
„გრძელდება ივანიშვილის უკვე დაწყებულ დასანქცირებისაგან გადამრჩენთა სრული გაშიფრვა. ვუყურებ ახლა ჩვენი ახალგაზრდების თვალთ დამთხრელ, ვითომ ოპოზიციაში თავშეფარებულ გახარიას პირდაპირ ჩართვას კვლავ „ტვ პირველზე“, რომელიც ასევე გვიმტკიცებს ერთიანობის აუცილებლობას ივანიშვილთან, რათა ევრო-კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, მაშინ როდესაც ყველან კარგად იცის,რომ ივანიშვილის რეჟიმს არავინ მისცემ ამ სტატუსს სანამ ისინი აქ არსებობენ. ყველამ გაიგოს, საქართველოს ევროკავშირში მიღება დღეს ნიშნავს ივანიშვილის დასანქცირებას, რის შემდეგაც რეჟიმი ჩამოემხობა და გაიხსნება ყველა ჩაკეტილი გზა საქართველოსათვის.
P.S. სასწაული კიდევ ისაა, რომ ანტირუსული მოწოდებებით გველაპარაკება მილიონერი გახარია, ივანიშვილის ბიზნესის მმართველი რუსეთის ფედერაციაში, რუსეთის საგარეო დაზვერვის ოფიცერი. ცოდვაა მართლა ეს ქვეყანა, ცოდვა, არ იმსახურებს ამდენ აღვირახსნილს“, - წერს ნათელაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.